ოზურგეთში სასწრაფოს ხუთ ექიმს, მათ შორის 4 ქალს და ერთ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ დაუდასტურა.
„ინფიცირებულია 5 მედიკოსი, 4 ქალი და ერთი მამაკაცი. ისინი ყველანაირ გამოძახებაზე დადიოდნენ, მართალია ყოველთვის ეკიპირებით იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც დაინფიცირდნენ. მას 15 კონტაქტი ჰქონდა თანამშრომლებთან, ექიმებთან, ექთნებთან, მძღოლებთან. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, გადაწყვეტილება მივიღეთ და ისინი იმუშავებენ სპეციალური ეკიპირებით და დაიტესტებიან ყოველ 72 საათში.“- გვითხრა ქუტიძემ.
დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











