კორონავირუსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების 4 დირექტორს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა დაუდასტურა.
„ოზურგეთში, სკოლის 4 დირექტორი გვყავს ინფიცირებული. ურეკის, ლაითურის, თხინვალის და ბახვის საჯარო სკოლებიდან. ერთი მათგანი სახლში გადის მკურნალობას, სამი კი კოვიდ კლინიკაში. ასევე სამი პედაგოგი გვყავს ინფიცირებული. ბავშვებს რაც შეეხება, წმინდა ნინოს სამრევლო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ყველა სკოლა რომელშიც ცორონავირუსის თუნდაც ერთი შემთხვევაა დადასტურებული, ერთი კვირით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ“, – განაცხადა იმედაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, დღეს გურიაში კორონავირუსის 27 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











