დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის ზრდის მაჩვენებელზე საუბრობს და ამბობს, რომ რიცხვების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორც „მოულხინეს“ მოქალაქეებმა ახალ წელს. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზრდის მაჩვენებელს გააჩნია როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამემამულეებმა. თუ მათ ოჯახში ვიწრო წრეში აღნიშნეს, ბუნებრივია სუფრაზე პირბადით ვერ იჯდები. თუ ფართო წრეები იყო, ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას 10-14 რიცხვისთვის“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 18 ადამიანი.










