ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის შენახვის პრობლემა არ არის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ვაქცინის შენახვა შეგვიძლია ძალიან ბევრის, გააჩნია რომელ რეჟიმზე. შეგვიძლია შევინახოთ ძალიან ბევრი, იმდენი, რომ საქართველოს კი არა უფრო დიდ ქვეყანასაც ეყოფა, იმდენი შეგვიძლია ჩვეულებრივი ვაქცინა შევინახოთ.
შეგვიძლია შევინახოთ ვაქცინა, რომელიც არის -20 გრადუსიანი ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ, რაზეც არის ლაპარაკი Pfizer-ის ვაქცინაზე, იმის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება”,- განაცხადა იმნაძემ.











