კითხვაზე, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს ჩვენთან ეპიდემიოლოგიური სურათი? პაატა იმნაძე პასუხობს: „აჩვენეთ, რა ხდება დღეს უკვე დასავლეთის ძალიან განვითარებულ ბევრ ქვეყანაში, საავადმყოფოებში, აი ის იქნება, იმაზე უარესი ჩვენთან.“
საქართველოს პირველი არხის ეთერით იმნაძემ მოქალაქეებს მოუწოდა გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისკენ.
„პროგნოზები ყველანაირი გვაქვს, მათ შორის, ძალიან არასახარბიელო და ძალიან მძიმე. ერთადერთი, ისიც არის, რომ მოგეხსენებათ, მესამე კვირაა, გრიპის ვაქცინაცია აქტიურად მიდის ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რისკის ჯგუფები ვინც არიან და ეს გამოქვეყნებულია, მათთვის სახელმწიფოს უფასოდ აქვს ეს ვაქცინა. სახელწიფოს ყველა პოლიკლინიკაში შესაძლებელი არის რისკის ჯგუფების აცრა. კომერციულმა სექტორმაც შემოიტანა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და მათაც შეუძლიათ აცრა.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ იგივე გრიპისგან კარგად გვიცავს ზუსტად იგივე რეკომენდაციები, რაც კორონას შემთხვევაში. ანუ ისევ და ისევ პირბადე და დისტანციის დაცვა. ზუსტად იგივენაირად დაგვიცავს გრიპისგან და სხვა რესპირატორული ვირუსებისაგან, როგორც კორონას შემთხვევაში.
ასე რომ, რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაშინ არ გვექნება ის ძალიან პესიმისტური პროგნოზები.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.











