პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამი არ დადასტურებულა.
„ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ინდური შტამი არ დადასტურებულა. ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, დადასტურებული რომ ყოფილიყო, ნამდვილად მეცოდინებოდა.
რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ინდოელი კოლეგებისგან, იგივე, ვაქცინებს რაც შეეხება, იქ ორი ტიპის ვაქცინაა, ერთია “სინოფარმი“/”სინოვაკის” ტიპის, მეორე ესაა “ასტრაზენეკა“, ოღონდ ინდოეთში ნაწარმოები. ორივე ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამებზე, ამიტომ, ვაქცინების მხრივ პრობლემა არ არის.
ის რაც ყველა სხვა შტამისგან იცავს – ანუ პირბადე და დისტანციის დაცვა, ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამზეც. ასე რომ, არაფერი დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ, ბრიტანული შტამის მსგავსად ის უფრო სწრაფად ვრცელდება,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.











