დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შარშან აღდგომის დღესასწაულზე საპატრიარქომ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში რესტორნები და კინოთეატრებიც კი გახსნილია ეკლესია არ უნდა დაიკეტოს.
“შარშან ძალიან კარგად გაითვალისწინა საპატრიარქომ ყველა რეკომენდაცია, მთელი მსოფლიო მოიარა, მგონი, იმ კადრებმა დისტანციის დაცვით რომ დგანან ეკლესიაში ხალხი. წელსაც საპატრიარქომ მთლიანად გაითვალისწინა უკვე რეკომენდაციები და ისევ ისე იქნება, რადიოფიცირება იქნება, დისტანცია დაცული, პირბადეები… საქართველოში დღეს გახსნილია რესტორნები, ხალხი რესტორნებში დადის, გახსნილია კინოთეატრები და მარტო ეკლესია გახდა?”, – განაცხადა იმნაძემ ფორმულას ეთერში.











