პაკისტანში AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პაკისტანში კორონავირუსის 519 291 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 10 951 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 473 639-ს შეადგენს.











