პაკისტანში სარკინიგზო ავარიას 30 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად, 50-ზე მეტმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
შეჯახების შედეგად, 14 ვაგონი გადატრიალდა, რომელთაგან რვა ვაგონი მთლიანად განადგურდა. მატარებლის მგზავრების უმეტესობას შეჯახების დროს ეძინა.
მატარებლის ნამსხვრევებში 15-დან 20 მგზავრამდე არის ჩარჩენილი, რომელთა გამოყვანასაც მაშველები ცდილობენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები მივიდნენ.











