კორონავირუსის პანდემიამ გლობალური განვითარება ორ ათწლეულზე მეტი ხნით დახია უკან. ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსის ფონდის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, 10 მილიონზე მეტი ადამიანი უთანასწორობასა და სიღარიბეს განიცდის.
ბილ გეიტსის თქმით, კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წლისთვის იქნება მზად.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ღარიბი ქვეყნებისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.











