„ვფიქრობ, საქართველოს პერსპექტივიდან გამომდინარე, პანდემიის დასაწყისში ქვეყანამ აჩვენა პოზიტიური მაგალითი კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით“,- ასე უპასუხა WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, რიჩარდ პიბოდიმ „პრაიმტიმნიუსის” შეკითხვას, რამდენად ეფექტური იყო საქართველოს მთავრობს მიერ მიღებული ზომები კოვიდთან საბრძოლველად.
„ვფიქრობ, საქართველოს პერსპექტივიდან გამომდინარე, პანდემიის დასაწყისში ქვეყანამ აჩვენა პოზიტიური მაგალითი კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.
ყველა ქვეყნისთვის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა იყო გამოწვევა და ამაზე თითოეული ქვეყნის მთავრობა და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობდნენ“,- განაცხადა პიბოდიმ.
ასევე, როგორც WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადა, პანდემიის დაწყებიდან 9 თვის თავზე ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაციაა ცნობილი. შესაბამისად, ახლა პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემაც უფრო მომზადებლია.











