პანდემიის გამო, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ასეთი, დაახლოებით 47 ქვეყანა იქნება, სადაც 32 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღატაკე ელის.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები პანდემიით მოსალოდნელზე ნაკლებად დაზარალდნენ, ამ ქვეყნებში 2020 წელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეკონომიკურად ყველაზე რთული აღმოჩნდა.
წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული 5 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე შემცირდა.











