ქალთა საერთაშორისო დღეს გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი (UNICEF) ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდპანდემიის გამო არსებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა ბავშვთა ქორწინების რისკი გაზარდოს.
“ბავშვთა ქორწინების რისკის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორისაა ეკონომიკური შოკი, სკოლების დახურვა და ა.შ. მაგალითად, კარგად არის ცნობილი, რომ ეკონომიკურმა დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა ქორწინება, როგორც ოჯახის ფინანსური ზეწოლის განმუხტვის საშუალება. ასევე ცხადია, რომ განათლება არის ბავშვთა ქორწინების დამცავი ფაქტორი. ამრიგად, სკოლის დახურვამ COVID-19-ის გამო შეიძლება, ფაქტობრივად, გოგონებს ქორწინებისკენ უბიძგოს, რადგან სკოლა აღარ არის არჩევანი. გარდა ამისა, სერვისების მოშლა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების, პირდაპირ გავლენას ახდენს თინეიჯერების არასასურველ ორსულობასა და შემდგომ ქორწინებაზე”, – ნათქვამია ანგარიშში.











