საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა.
“განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და, ამავე დროს, გვაძლევს საშუალებას, მეტად გავაქტიურდეთ, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები.











