პანკისის ხეობაში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ბრალდებულის ადვოკატის, ბადურ გულიაშვილის ინფორმაციით, ბრალის წარდგენა, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა, სადაც დაკავებული იმყოფებოდა.
ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ახლა გადაჰყავთ თელავის რაიონულ სასამართლოში, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ- განაცხადა გულიაშვილმა.
შმაგი მუთოშვილი, სამართალდამცავებმა 18 სექტემბერს, დააკავეს.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, მუთოშვილს 19, 109- ე და 236- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ შმაგი მუთოშვილმა, 2020 წლის 29 ივლისს, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილა, რა დროსაც სახლში სამი პირი იმყოფებოდა.
სროლის დროს, არავინ დაშავებულა
შმაგი მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, გვარებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს გარდაცვლილი, ვისური მუთოშვილის ძმაა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











