fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობით გასამართლებული პირებისათვის ამნისტიას ითხოვენ

16:19 იანვარი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
998
ნახვა

სოფელ დუისის საზოგადოებრიც ცებტრთან შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტს მოსალოდნელი ამნისტიის აქტში, იმ მუხლების გათვალისწინება სთხოვა, რომლითაც ჩატაევის საქმესთან დაკავშირებული ხუთი პანკისელი ახალგაზრდა, სასჯელს იხდის.

ხეობის უხუცესები თვლიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს და მათთვის სასჯელის შემსუბუქება, სწორედ ამნისტიის აქტით უნდა განხორციელდეს.

„ისინი ფაქტიურად შექმნილი ვითარების მსხვერპლი გახდნენ. ვერც ხვდებოდნენ, რა საქმიანობას ეწეოდნენ. ჩვენ ვთხოვთ პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს ვითარება და თუ სრულად არ გაანთავისუფლებს, ამ ახალგაზრდებს სასჯელი მაინც შეუმსუბუქოს. ვამზადებთ პეტიციას, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მივმართავთ და ჩვენს თხოვნას გარკვევით ჩამოვაყალიბებთ. რაც შეეხება თემირლამ მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, დარწმუნებული ვარ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მისი ოჯახის სასარგებლო გადაწყვეტილევას გამოიტანს,“ – განაცხადა ერთ- ერთმა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 21 – 22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის იყვნენ პანკისში მცხოვრები, რუს­ლან ალ­და­მო­ვი, ბა­დურ ჩო­ფა­ნაშ­ვი­ლი, რა­მაზ მარ­გოშ­ვი­ლი, ზუ­რაბ გორ­ნა­კაშ­ვი­ლი, ანა­ტო­ლი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ იდო­ი­ძე.

ყვე­ლა მათ­განს გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვაგ­ვარ მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რასა და რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა.

სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს მსხვერპლიც მოჰყვა.

21- 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში, სპეცრაზმელის მიერ გასროლილმა ტყვიამ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი იმსხვერპლა.

საქართველოში, მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება უშედეგოდ დასრულდა და სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, პროკურატურამ საქმე დახურა.

გარდაცვლილის ოჯახმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა, რომელმაც საქმის დაჩქარებული წესით განხილვა უკვე დაიწყო.

ჩატაევის საქმეზე ერთ- ერთი მსჯავრდებული ბადურ ჩოფანაშვილი 25 დეკემბერს პატიმრობიდან , სასჯელის ვადის ამოწურვის გამო, გაანთავისუფლეს.

„ამნისტიის შესახებ ” კანონპროექტთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურები პარლამენტში, უკვე დაწყებულია.

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია