fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პანკისში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შშმ პირის გათავისუფლებას მოითხოვენ

19:49 სექტემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
992
ნახვა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სხვაგვარ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შშმ პირის განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა 32 წლის მამაკაცის განთავისუფლებას მოითხოვენ.

გამოძიება მამაკაცს ამერიკის მოქალაქეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და მას საკუთარი მოქმედებების გაცნობიერების უნარი არ აქვს.

„ის განვითარების მიხედვით, 4-5 წლის ასაკის ბავშვს უტოლდება და ჩემს გარეშე არაფერი შეუძლია. როგორ მოჰკიდეს ხელი, არ ვიცი. სასამართლოზეც ცუდად გახდა, კრუნჩხვის შეტევა დაემართა. აქ ინვალიდთა სპეციალური სკოლაა და იქ დადის. რამე რომ დაემართოს, არავის ვაპატიებ“, – ამბობს ბრალდებულის დედა, ეთერ ცათიაშვილი.

სოფელ ჯოყოლოს უბნის ექიმი, ქეთევან ფარეულიძე ადასტურებს, რომ ბრალდებულ პირს გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს, 5 თვის ასაკიდან ავადმყოფობ და სარეაბილიტაციო კურსს შშმ პირებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში გადის.

„მას გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს. 5 თვის ასაკიდან ავადმყოფობს. მენინგოენცეფალიტი აქვს გადატანილი. ბავშვის დონეზეა განვითარებული. დედის გარეშე დაბანაც არ შეუძლია. რეაბილიტაციას შშმ პირების დღის ცენტრში გადის“, – განაცხადა ფარეულიძემ.

აქციაზე იმყოფებოდა ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვალერი თურქიაშვილი, რომელიც ოჯახს დახმარებას დაპირდა.

შეგახსენებთ, 32 წლის შშმ პირს გამოძიება 2020 წლის 19 სექტემბერს, ბაწარას ხეობაში ამერიკელ ტურისტ ქალზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება.

თელავის რაიონულმა სასმართლომ 23 სექტემბერს დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი, ლალი ცაველაშვილი შშმ პირისათვის 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.

 

ამავე თემაზე:

პანკისში სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით შშმ პირი დააკავეს

თეგები: პანკისისექსუალური ძალადობაშშმ პირი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

შესაძლებელია ვიმსჯელოთ სასჯელის გამკაცრებაზეც სექსუალურ ძალადობასთან მიმართებით – გოგა ხატიაშვილი

ივნისი 29, 2021
798
მთავარი ამბავი

გორში 40 წლამდე მამაკაცი 14 წლის ბიჭთან სქესობრივი დანაშაულის გამო დააკავეს

მაისი 26, 2021
878
სამართალი

არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს 

მარტი 17, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია