“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ საბოლოო ანგარიშს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება, რომელსაც “პრიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
„გავეცანი „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) საბოლოო ანგარიშს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშში 11-ჯერ იყენებს სიტყვას „გამჭვირვალობა“, თავად, კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლებზე დაყრდნობითაც განაცხადეს, რომ 8% უბნებში იყო მეტობით დისბალანსი.
ჩემდა სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მან პარალელური დათვლის „მცდარი“ შედეგების გამოქვეყნებით, საზოგადოებისგან ამ ფაქტის ერთი თვის განმავლობაში დამალვით და მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, ამ „შეცდომის“ გარე, მიუკერძოებელი პირების ჩართვის გარეშე, გამოძიებით საკუთარ თავს მიაყენა, მხოლოდ მაღალი გამჭვირვალობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერებით შეიძლება გამოსწორდეს.
წარმოადგენდე სამოქალაქო სექტორს, ნიშნავს, წარმოადგენდე საზოგადოებას, რაც შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერების გარეშე. ამის გარეშე, სამწუხაროდ, მთელ ანგარიშსაც ფასი ეკარგება. ანგარიშშიც ამოვიკითხე, რომ პარალელურ დათვლის აცდენებზე საუბარი „სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისა და საზოგადოების ყურადღების არასწორ მხარეს გადატანის მცდელობას წარმოადგენდა“. ჩემი გულწრფელი რჩევაა, საკუთარი თავის ვიქტიმიზაციის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თავადვე სერიოზულად მიუდგეთ იმ ღირებულ











