პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას კენჭს დღეს უყრის. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარადგენს.
2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
მიმდინარე წელთან შედარებით, თითქმის მილიარდნახევრით არის შემცირებული შემოსავლები, თავდაპირველი 5%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად კი ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის 4.3%-იანი მაჩვენებელია ნავარაუდები.










