საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად შედის.
დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც კანონმდებლები კომიტეტებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის გრაფიკზე იმსჯელებენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი მორგებული ადამიანზე იქნება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას მე-9 მოწვევის პარლამენტი დაიწყებს და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.











