პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.











