თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მივიდა, მას ნდობის ჯგუფი უსმენს. სხდომის დაწყებამდე, ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თავდაცვის მინისტრი ნდობის ჯგუფის სხდომაზე თავდაცვის უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებული, საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარადგენს.











