პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი თვითიზოლაციაში გადადის. საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელთაც 6 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდათ ლევან გოგიჩაიშვილთან.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, რომელიც „ტვ პირველის“ თანამშრომელია, დღეს კორონავირუსი დაუდგინდათ. გოგიჩაიშვილის თანაპარტიელი მარიამ ჯაში „პრაიმტაიმს“ უდასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავა, ისევე როგორც მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.











