fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პარლამენტის სახელით ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელიც ნატოში ჩვენს წევრობას აქვს – კუჭავა 

16:35 ივნისი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებული დოკუმენტი ბიუროს წევრებს გააცნო.

„პარლამენტის სახელით ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც ნატოში ჩვენს წევრობას აქვს“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, განცხადებაში საუბარია, რამდენად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს  ნატოს წევრობა საქართველოსთვის; მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, განსაკუთრებით, საქართველოსთვის.

ქართული მხარე მადლობას უხდის ნატოს და მის წევრ ქვეყნებს  საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია პარტნიორობის გაძლიერება დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად და  მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქმეში, ხაზგასმულია ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავება.

„ვაცხადებთ, რომ საქართველოს ნატოში წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და ერთობლივი ძალით მივდივართ წინ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, პლენარული სესიის მსვლელობის დროს ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება პარლამენტის რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება ხელი მოაწეროს მას.

„კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და ნამდვილად არის ის, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ“, – მოუწოდა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თეგები: NATOკახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

ოქტომბერი 9, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია