დღეიდან პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. კახა კუჭავას კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენს. უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ვიცე-სპიკერად დაამტკიცებენ.
სხდომას დაესწრებიან პარტია “გირჩის” წევრები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ. დაუჭერენ თუ არა მხარს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ჯერ არ იციან პარტია “მოქალაქეების” წევრებმა.
ცნობისთვის, არჩილ თალკავაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ორი დღის წინ დატოვა.











