ამ წუთებში ხმაურია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივესტები აქციას მართავენ.
აქტივისტები პარლამენტთან კარვის დადგმას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს და განუმარტეს, რომ პარლამენტთან დაგეგმილია ღონისძიება კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ სამართალდამცველების მოწოდებას დაემორჩილონ.










