fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პარლამენტმა და შსს-მ საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად გამოაქვეყნა – IDFI

18:18 ივნისი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

2020 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია – ამის შესახებ ინფორმაცია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია.

IDFI-მ  შეიმუშავა, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა.  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შესახებ კი კვლევა წარმოადგინა.

„- მონიტორინგის  ობიექტი 121 საჯარო დაწესებულებიდან, 2020 წლის მაისის მდგომარეობით 17-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი;

– 14 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული;

– 2020 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 55%-ია,  რაც  2%-ით აღემატება 2019 წლის, ხოლო 16%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

– 2020 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

– ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (38%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (40%).

– 2019 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 6-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

– საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების  საშუალო  მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს , მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 75%-ია;

– სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 30%-ს,   სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;

– ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთანდაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;

-მხოლოდ 59  საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი  განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი. ” – წერია ანგარიშში.

თეგები: პარლამენტიშსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

დეკემბერი 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

დეკემბერი 10, 2021
1.1k
პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

დეკემბერი 2, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია