ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
პროექტის თანახმად, აზარტული თამაშებისთვის მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე იზრდება. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალება – მმართველი გუნდის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა 1-მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება.
ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.











