პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები რამდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, მაუწყებლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და სხვა.
პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მათ შორის, დაკონკრეტდა, რომ საარჩევნო უბნიდან 25-მეტრის რადიუსში ამომრჩეველთან მიახლოება და მისი შეფერხება დასჯადი ქმედება არ იქნება მედიისა და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციებისთვის.
ამასთან, კანონით განისაზღვრა, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.










