პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა, მათ შორის იყვნენ, როგორც მმართველი გუნდის წევრი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“.
კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მას შემდეგ იგეგმება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეკომენდაციები ივნისის დასაწყისში იქნება.










