პარლამენტში საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კანონპროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ბიუჯეტი 223-ი მილიონით იზრდება.
განხილვის პირველი ეტაპი კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში 20-ი ოქტომბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტი მთავრობას, პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.










