ჯანდაცვის კომიტეტი დღეს დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არაგადამდებ დაავადებათა ანალიზს წარადგენს.
ამირან გამყრელიძე საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, კორონავირუსის ეპიდვითარებასა და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.
„დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს არაგადამდები დაავადებების სიტუაციურ ანალიზს, კვლევებს, მოლოდინებს და ასევე განვიხილავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების ხარისხის შეფასებით ნაწილს. შესაძლოა გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისათვის, რომ ვთხოვოთ ბატონ ამირანს მოკლე ინფორმაცია არსებულ ეპიდვითარებასთან იქნას მოწოდებული,” – აღნიშნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.











