პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით წარსდგება.
ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, პარტიის წევრები დღევანდელ სხდომას დაესწრებიან.
ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.
პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. მინისტრს პარლამენტში 13:00 საათისთვის ელოდებიან.










