დღეს პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა განახლდება, რომლის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება, ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 57 კანონში ითვალისწინებს.










