პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.
ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ხვალ წარდგება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძემ კოლეგებს სთხოვა, მთავრობასთან გამართონ აქტიური კომუნიკაცია, რათა პარლამენტში შედგეს მოსმენა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებითაც.











