მმართველი პარტია მზადაა ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას. ამ საკითხს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. დასკვნას კი პარლამენტს პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენენ.
სხდომას დაესწრება საქართველოს გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.
ნიკა მელიამ გუშინ დააანონსა, რომ სხდომაზე მისი ადოკატებიც გამოცხადდებიან.











