საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ჯგუფის ერთ-ერთ თანათავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და ფუნდამენტურად დახვეწს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს.
„ჩვენ ახლა უფრო დეტალურად დავიწყებთ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე საუბარს. მომავალ კვირას გვექნება სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრა, სადაც უცხოელი ექსპერტები ჩაგვერთვებიან და ასევე გვექნება განხილვა, დემონსტრირება მათ შორის, ტექნიკის თუ რა საშუალებები არსებობს და როგორ შეიძლება ამის დანერგვა. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებისთვის საჭირო არის კარგი საარჩევნო პროცედურები. აქედან გამომდინარე, როცა ოპონენტები საუბრობენ თუნდაც რიგგარეშე არჩევნებზე, ამავე დროს არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე პროცედურები იყოს სწორად გაწერილი, ეს რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არასერიოზულობაზე მიანიშნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.











