პარლამენტში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არავინ ყოფილა.
პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
მდინარაძის თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.











