პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან.
ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება.










