პარლამენტში რამდენიმე წუთი წინ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მივიდნენ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რეგლამენტის შესაბამისად, მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები.
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე
სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები.
პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობაში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
ცნობილია, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება, მის ნაცვლად, ცოტა ხნის წინ, მეუფე შიო მივიდა.











