“ვერანაირად ვერ გამოვიყვანთ რაიმე სკანდალს, ადამიანი თავის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავიდა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” რეალური ლიდერი და ყველა სხვა ლიდერი “ნაციონალური მოძრაობისა” ანგარიშვალდებულია რეალური თავმჯდომარის წინაშე”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.
“არჩევნების შემდეგ, რევოლუციური სცენარი იყო, კონკრეტული მტკიცებულებები წარმოვადგინეთ. იმის გამო ეს გეგმები ვერ განახორციელეს, მათ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი უნდათ. მათ ასევე პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ, ასე მგონია, რაც არ უნდა იბაქიბუქონ”, – განაცხადა მდინარაძემ.











