არტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი „პრაიტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს, თუმცა მხოლოდ სურვილი არაფერს წყვეტს.
„თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც ამდენი საქმე ეკეთებინოს, პარლამენტის მანდატი მიეღოს და არ უნდოდეს შესვლა? მაგალითად, ელისაშვილს უნდა შესვლა, ან ნიკა მელიას? მგონი, ყველას უნდა შესვლა, მაგრამ მარტო შესვლის სურვილზე ხომ არ არის?
აქ არის პარტიებს შორის მოლაპარაკებებზე, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, თუ ოპოზიციის მთავარი ღირებულება ახლა არის ერთიანობა და ამ ერთიანობაში ყველანი ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდით, შეუძლებელია ივარაუდოთ, რომ გუშინ ყველაფერი იყო წესრიგში და დღეს რაღაც სხვა გადავწყვიტეთ. სანამ ზურა არ იტყვის, რა გადაწყვეტილება მიიღო და ამ საკითხს ეხება თუ არა, მე პასუხს ვერ გაგცემთ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.










