პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა, უკვე შევიდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„სხვა პარტიები ოპოზიციურ სპექტრში არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული.
მათ ნაცვლად, ამ შანტაჟს თავს დავანებებდი და ამით განვაცხადებდი ღიად, რომ არ ვაკმაყოფილებ და მოლაპარაკებისთვის კარს ვტოვებ ღიას, ან თუ მართლაც აპირებენ დაკმაყოფილებას, დროულად დავაკმაყოფილებდი. მუდმივი სპეკულირება, შანტაჟი, ვაჭრობა, ძალიან სამარცხვინოა მათი მხრიდან და ხაზს ვუსვამ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერნი არიან თუნდაც მოლაპარაკების პროცესში და ყოველგვარი მორალისგან და პრინციპულობისგან დაცლილია მათი პოლიტიკა,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.








