fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პარლამენტში სუს-ის უფროსს უსმენენ

15:57 აპრილი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

პარლამენტში სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა მიმდინარეობს. ის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.

რა წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში:

„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური ინტერესების უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვისკენ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობის სხვა დანაშაულების აღკვეთის, სახელმწიფო საიდუმლოების და სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისკენ.

უწყების შეფასებით, ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 5 საქმეზე.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა. უწყების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებდა, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა საერთაშორისო ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, ტერორიზმის საწინააღმდეგო პრევენციული სახის აქტივობებს, ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების გაუმჯობესებას.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა “დაეშის“ ერთ-ერთი მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინაში დაკავება და მისი ექსტრადირება. ტოხოსაშვილს საქართველოს სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„საქართველოში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ექსტრემისტული იდეოლოგიის აქტიური გავრცელება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც, ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

თეგები: პარლამენტისუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა – სუსი

დეკემბერი 24, 2021
789
პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

დეკემბერი 2, 2021
1.3k
საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა – პარლამენტმა კანონპროექტები დაამტკიცა

დეკემბერი 1, 2021
803

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია