ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტში ისევ ვერ აირჩიეს. კენჭისყრა დღეს მესამედ მოხდა.
დღევანდელი კენჭისყრის შედგები ასეთია:
ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები: გიორგი კალანდარიშვილი 81- მომხრე, 7 – წინააღმდეგი; გიორგი სანტურიანი 3 – მომხრე, 8 – წინააღმდეგი.
წევრობის პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები გია ცაცაშვილი 77 – მომხრე, 7 – წინააღმდეგი; ლელა ტარიული 17 – მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;
წევრიბის მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები: თამარ სართანია 14 – მომხრე, 5 – წინააღმდეგი; მაია ზარიძე 78 – მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
შემდეგი კენჭისყრა მომავალ კვირას დაინიშნება. კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
რადგან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.










