პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.
ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.
ცესკოს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს მოუსმენს.










