ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტში პირველად შესვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს წყლის დალევა ეშინოდათ. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში ენმ-ს წევრები აღარ უშვებდნენ „ქართული ოცნების“ წევრებს. ივანიშვილმა ამის შესახებ პირველ არხთან ისაუბრა.
„მახსოვს, პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ პირველად, 2012 წელს, იქ სადღაც ავტომატებია წყლის, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, იმიტომ, რომ თავისნაირად ეგონათ თუ მოვექცეოდით. მესამე-მეოთხე თვეს ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად”, — განაცხადა ივანიშვილმა.











