ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მოსმენა იწყება. პარალელურად პარლამენტთან, ჭიჭინაძის წუჩაზე აქცია მიმდინარეობს.
აქტივისტები მოსული არიან ბანერებით, სტიკერებით და პარლამენტში მისულ “ოცნების” დეპუტატებს “მონას” შეძახილებით აცილებენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
ცნობისთვის, პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დასრულდება, ხვალ კი პარლამენტი დაამტკიცებს.











