პარტია „საქართველოსთვის“ ლაგოდეხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოფელ მაწიმში კანდიდატურა მოხსნა. აკაკი ლობჟანიძემ განცხადებით, ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიას რამდნიმე საათის წინ მიმართა.
ლაგოდეხში პარტიული სიის პირველი ნომრის, სალომე ღონღაძის მტკიცებით, ლობჟანიძეზე ზეწოლა განხორციელდა. თავად აკაკი ლობჟანიძე მედიასთან კონტაქტზე, უარს ამბობს.
კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ლაგოდეხის 15- ე საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარე, გიორგი დარბაიძეც.
„ნამდვილად დაწერა განცხადება, თვითონ იყო აქ, მხოლოდ. ჩვენთან განცხადება შემოდის და არ გვაქვს ვალდებულება გავარკვიოთ, ვინ და რატომ აკეთებს ამას“, – განაცხადა დარბაიძემ.
დღეს, პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ ახმეტის, თელავისა და ლაგოდეხის საკრებულოების დეპუტატობის კანდიდატები, მედიის დასწრების გარეშე წარადგინა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











