სასტუმრო „რუმსში“ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები პარტიების წევრებს ხვდებიან.
პარტიების ლიდერების თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და პარტიების წარმომადგენლები შეხვედრაზე რიგრიგობით შედიან.











